ბურკინა-ფასოში საფრანგეთის საელჩოს თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 15:56 | 02.03.2018
ნანახია: 974

ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუში საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგულ ინსტიტუტს თავს დაესხნენ.

მედიის ცნობით, შეიარაღებული ნიღბიანი პირები ასევე თავს დაესხნენ გენერალური შტაბის დაცვის წევრებს. სროლისა აფეთექებების ხმა ისმოდა საფრანგეთის საელჩოს რაიონშიც.

დიპლომატიური წარმომადგენლობა  საელჩოსა და ინსტიტუტის თანამშრომლებს შენობებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

გავრცელებული ცნობით, უაგადუში ტერაქტი მოხდა. მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე