ტრამპმა და მერკელმა პუტინის განცხადების შემდეგ ტელეფონით ისაუბრეს

საქართველო, თბილისი - 15:22 | 02.03.2018
ნანახია: 835

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს შეშფოთება გამოთქვეს პუტინის განცხადების შესახებ რუსეთის შეიარაღების განახლებასთან დაკავშირებით.

გუშინ პუტინმა ფედერალური საბჭოსადმი მიმართვაში ახალი სახეობის სტრატეგიული შეიარაღების შესახებ ისაუბრა.

პუტინის განცხადებით, სტრატეგიულ ბირთვულ ძალებში 80 ახალი კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, წყალქვეშა ნავების 102 ბალისტიკური რაკეტა და სტრატეგიული დანიშნულების სამი წყალქვეშა სარაკეტო კრეისერია.  მისი თქმით, რუსეთმა ასევე დაიწყო განსაკუთრებული სტრატეგიული შეიარაღების შემუშავება.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე