სულისშემძვრელი ფოტოები უკრაინიდან - ქალი 30 წლის წინ გარდაცვლილ დედასთან ერთად ცხოვრობდა

საქართველო, თბილისი - 13:43 | 02.03.2018
ნანახია: 1982

სულისშემძვრელი სანახობა დახვდათ უკრაინელ პოლიციელებს ქალაქ ნიკოლაევში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კარის გაღების შემდეგ.

პოლიციელებმა სახლში მარტოხელა ქალი იპოვეს, რომელიც დახურულ სივრცეში დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა, მას სხეული სრულიად გამოფიტული ჰქონდა, კიდურები კი დაუძლურებული.

სამართალდამცველებმა გვერდით ოთახში საწოლზე დედამისის მუმიფიცირებული სხეული აღმოაჩინეს. ქალი 30 წლის გარდაცვლილი იყო.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მისი ქალიშვილი ცხედართან ერთად საშინელ პირობებში ცხოვრობდა, იქაურობა ნაგვით იყო სავსე. ამის გარდა სახლში არ იყო ელექტროენერგია, წყალი და გაზმომარაგება. მეზობლებმა არც კი იცოდნენ, რომ სახლში ვინმე ცხვრობდა.

ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას კიდურების ამპუტაცია ემუქრება. სხვა გარემოებები დგინდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე