გერმანიაში საქართველოს 4 მოქალაქის დასაკავებლად ვერტმფრენის ჩართვა გახდა საჭირო

საქართველო, თბილისი - 10:52 | 02.03.2018
ნანახია: 1267

გერმანიის ქალაქ მოკრენაში ძარცვის ბრალდებით საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას torgauer zeitung-ი ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ოპერაციაში ვერტმფრენი და გაწვრთნილი ძაღლებიც მონაწილეობდნენ. 

ლაიფციგის პოლიციის პრესსამსახურის ცნობით, დევნის დროს მათ პოლიციის ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაარღვიეს, ნაქურდალი ნივთების ნაწილი კი ავტომობილის ფანჯრებიდან გადაყარეს. სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე