უამინდობის გამო გლაზგოს აეროპორტი დაიხურა

საქართველო, თბილისი - 15:43 | 01.03.2018
ნანახია: 959

შოტლანდიის ქალაქ გლაზგოს აეროპორტი ძლიერი ქარბუქის გამო დროებით დაიხურა.
ადმინისტრაციის განცხადებით, აეროპორტის თანამშრომლების ტერიტორიას თოვლისგან ასუფთავებენ. ადმინისტრაცია მგზავრებს ურჩევს აეროპორტში  მისვლისგან თავი შეიკავონ. გაუქმდა 120-ზე მეტი რეისი.

შოტლანდიაში უკვე რამდენიმე დღეა
უხვთოვლიანობა გრძელდება. ქვეყნის ტერიტორიაზე გაფრთხილების ყველაზე მაღალი „წითელი“ დონე მოქმედებს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე