მსოფლიოში უძველესი სვირინგი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 14:11 | 01.03.2018
ნანახია: 1267

ბრიტანეთის მუზეუმის ერთ-ერთ ექსპონატზე, რომლის ასაკიც 5 200 წელია, სვირინგი აღმოაჩინეს. ამის შესახებ The Independent-ი წერს. იმის მიუხედავად, რომ უძველესი ეგვიპტური მუმია მუზეუმში 100 წლის განმავლობაში ინახებოდა, მეცნიერებმა მხოლოდ ცოტა ხნის წინა ჩაატარეს ექსპონატის დეტალური გამოკვლევა ინფრაწითელი გამოსხივების მეშვეობით.

შედეგად არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ ძველი ეგვიპტის მცხოვრებს ერთ-ერთ ხელზე ამოტვიფრული ჰქონდა ხარისა და თხის მსგავსი ცხოველის გამოსახულება. არქეოლოგების ცნობით, ეს გამოსახულებები შესაძლოა მათი მფლობელის მამაცობის სიმბოლო იყო და მის სოციალურ სტატუსს აღნიშნავდა.

მკვლევარების აზრით, სვირინგი სპეციალური კარბონატული პიგმენტის დახმარებით იყო დატანილი, სავარაუდოდ ჩვეულებრივი მოწვის შემდეგ.

ამასთან დაკავშირებით, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ჩატარდეს მთელი მსოფლიოს უძველესი მუმიების კვლევა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე