თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორი თანამდებობას ტოვებს

საქართველო, თბილისი - 12:48 | 01.03.2018
ნანახია: 1060

თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორი, ყოფილი მოდელი და დონალდ ტრამპის თანამოაზრე ჰოუპ ჰიკსი თანამდებობას ტოვებს.  

ამერიკული მედიის ცნობით, მანამდე 29 წლის ჰიკსმა კოლეგებს უთხრა, რომ თეთრ სახლში ყველაფერს მიაღწია რისი მიღწევაც სურდა.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა სარა სანდერსმა განაცხადა, რომ ჯერ უცნობია, ზუსტად როდის დატოვებს ჰოუპ ჰიკსი ადმინისტრაციას.

ჰოუპ ჰიკსი მეოთხეა, რომელიც დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ კომუნიკაციების დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. მისმა წინამორბედმა ენტონი სკარამუჩმა ამ პოსტზე მხოლოდ 10 დღე დაჰყო.

სანდერსის თქმით, ჰიკსის გადადგომა არ უკავშირდება ჩვენებას, რომელიც მან აშშ-ის კონგრესის დაზვერვის კომიტეტს არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიების ფარგლებში მისცა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე