ცოლმა ცოცხალი ქმარი მორგში გაგზავნა

საქართველო, თბილისი - 11:13 | 01.03.2018
ნანახია: 1066

ჩინეთში ქალმა ავადმყოფი ქმარი მორგში გაგზავნა, რადგან იფიქრა, რომ ის უკვე გარდაცვლილი იყო.

ინციდენტი ქალაქ შიიანში მოხდა.

მამაკაცს კუჭის კიბოს ბოლო სტადია დაუდგინეს. დილით ცოლმა მისი გაღვიძება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. ქალმა იფიქრა, რომ მისი ქმარი ღამით გარდაიცვალა და დამკრძალავ სამსახურს მიმართა.

მორგში თანამშრომლებმა შეამჩნიეს, რომ მამაკაცის პირი და ხელები მოძრაობდა. მათ პულსი შუმოწმეს და დარწმუნდნენ, რომ „მკვდარი“ სინამდვილეში ცოცხალი იყო.

მორგის თანამშრომლებმა ექიმები გამოიძახეს, მაგრამ მამაკაცი მათ მისვლამდე გარდაიცვალა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე