კანონი ჰოლოკოსტთან კავშირში პოლონელი ხალხის დადანაშაულების შესახებ ძალაში შევიდა

საქართველო, თბილისი - 10:56 | 01.03.2018
ნანახია: 928

პოლონეთში ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა ყველა, ვინც პოლონელ ხალს ჰოლოკოსთან კავშირსა და ნაცისტების დახმარებაში დაადანაშაულებს.
დოკუმენტმა, ჯერ კიდევ პროექტის სტადიაში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია უკრაინაში, ისრაელსა და აშშ-ში. თელ-ავივში შიშობენ, რომ კანონი ზიანს მიაყენებს იმ ებრაელებს, რომლებიც პოლონელების გამო დაზარალდნენ და ამის შესახებ საუბარი სურთ.

ამიერიდან  „სიკვდილის პოლონური ბანაკებისა“ და სხვა გამონათქვამების გამოყენება, რომლებიც პოლონელების ნაცისტების საქმიანობასთან თანამონაწილოების ინტერპრეტაცია იქნება, სამ წლამდე პატიმრობით ან ჯარიმით დაისჯება. ასეთივე სასჯელი იქნება გათვალისწინებული ბანდერული იდეოლოგიისა და ომის წლებში უკარინელი ნაციონალისტების მიერ ანგარიშსწორების უარყოფისთვის.

დასჯას დაექვემდებარება ის, ვინც საჯაროდ ფაქტების გარეშე უარყოფს ყველა ჩამოთვლილ დანაშაულს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე