26 წლის მოდელი სასტიკად მოკლეს

საქართველო, თბილისი - 10:00 | 01.03.2018
ნანახია: 1064

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოს გარეუბანში 26 წლის მოდელის ნაწამები ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ პორტალი Universal-ი წერს.

წინასწარი მონაცემებით, გოგონას სახე მჟავით აქვს დამახინჯებული. ეროვნებით ის ვენესუელელი იყო და ესკორტ-მომსახურების სფეროში მუშაობდა.

ეს მექსიკაში გოგონებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის, მათ შორის იმ გოგონებზე, რომლებიც ინტიმური ხასიათის მომსახურებით არიან დაკავებულნი.

2017 წლის დეკემბერში მეხიკოში არგენტინელი გოგონა მოკლეს. მისი დასახიჩრებული სხეული ერთ-ერთ სასტუმროში იპოვეს.

მანამდე კი ნუევო-ლეონის შტატში 27 წლის ვენესუელელი გოგონა დისკოთეკიდან გამოსვლის დროს ჩაცხრილეს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე