ბიზნესომბუდსმენის მოადგილედ ლევან კალანდაძე დაინიშნა
საქართველო, თბილისი - 12:03 | 27.02.2018 ნანახია: 1014
ბიზნესომბუდსმენის მოადგილედ ლევან კალანდაძე დაინიშნა. ლევან კალანდაძეს როგორც სახელისუფლებო სტრუქტურებში, ისე არასამთავრობო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახურის თბილისის ბიუროს უფროსის მოადგილე. ასევე მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში სახელმწიფო მრჩევლად სოციალური რეფორმების საკითხებში.
ბოლო პერიოდამდე ლევან კალანდაძე არის არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა“ ხელმძღვანელი. კითხულობს საჯარო ფინანსების ლექციების კურსს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ (IBSU). იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის“ (GSMEA) აღმასრულებელი დირექტორი. გარდა ამისა, სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ტელეკომპანიებში პირველი არხი და GDS-ში ეკონომიკურ ანალიტიკოსად.
ლევან კალანდაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტში. მათ შორის: საერთაშორისო ორგანიზაციის Mercy Corps სოფლის მეურნეობის პროექტის (USAID/EU) ბიზნესის განვითარების კონსულტანტი; ნიდერლანდების მულტიპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) პოლიტიკური პარტიების დახმარების პროგრამის (PPA) ეკონომიკური კონსულტანტი; საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის საჯარო სოციალური ფინანსების პროექტის (SIDA/Eurasia Foundation) ადგილობრივი ექსპერტი.
არის არასამთავრობო ორგანიზაციების „საქართველოს ბიზნეს პალატა“, „საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია“, „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა“, „საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტი“ და „საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















