,,მიგრანტობა კრიმინალი არ არის” - ბრიუსელში, მრავალათასიანი დემონსტრაცია გაიმართა

საქართველო, თბილისი - 10:41 | 26.02.2018
ნანახია: 884

მიგრანტებისათვის მხარდასაჭერად ბრიუსელში, მრავალათასიანი დემონსტრაცია გაიმართა. აქციის მინაწილეებმა ასევე გააპროტესტეს ბელგიის მთავრობის საიმიგრაციო პოლიტიკა.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხელში ბანერები ეჭირათ, რომლებზე დატანილი ძირითადი გზავნილი იყო, რომ მიგრანტობა კრიმინალი არ არის და მიგრაციის საკითხებში სახელმწიფო მდივანი თეო ფრანკენი უნდა გადადგეს.

ფრანკენი გასულ წელს მედიამ იმის გამო გააკრიტიკა, რომ ალეპოდან გამოქცეულ სირიელ დევნილებს ჰუმანიტარულ ვიზებს არ აძლევდა.

დემონსტრანტებმა მსვლელობა მოაწყვეს მაქსიმილიანის პარკის მიმართულებით, სადაც 2015 წლის შემდეგ ლტოლვილის სტატუსის მისაღებად რიგში მდგომი მიგრანტების ბანაკია მოწყობილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე