მოსკოვში ალექსეი ნავალნი და მისი შტაბის ხელმძღვანელი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 17:00 | 22.02.2018
ნანახია: 1202

მოსკოვში ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი და მისი შტაბის ხელმძღვანელი ლეონიდ ვოლკოვი დააკავეს. ამის შესახებ თავად ოპოზიციონერები სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერენ.

მათი ცნობით, ალექსეი ნავალნი სტომოტოლოგიური კლინიკიდან გასვლისას დააკავეს, ხოლო მისი თანაგუნდელი – შერემეტიევოს აეროპორტში.

შეგახსენებთ, თებერვლის დასაწყისში „დოიტჩე ველესთან“ ინტერვიუში ალექსეი ნავალნიმ ივარაუდა, რომ მას 17 თებერვალს დააკავებენ და მხოლოდ 18 მარტს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაათავისუფლებენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე