ირანში, სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

საქართველო, თბილისი - 13:55 | 18.02.2018
ნანახია: 1153

ირანში, სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. როგორც BBC წერს, მას 60-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა. უბედური შემთხვევა ზაგროსის მთიან რეგიონში მოხდა. 

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ATR 72 ტიპის ხომალდი აფრენიდან 20 წუთში რადარებიდან გაუჩინდარდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც თვითმფრინავი ავარიულ დაშვებას ახორციელებდა. 

დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დასტურდება. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე