დედა ქალიშვილს აუტიზმის სამკურნალოდ სარეცხის მათეთრებელს ასმევდა

საქართველო, თბილისი - 15:35 | 16.02.2018
ნანახია: 1258

 

ამერიკელი ქალი აუტისტ ქალიშვილს სასმელ წყალში სარეცხის მათეთრებელს ურევდა და ბავშვის სინდრომის განკურნებას ამ ფორმით ცდილობდა. Fox59-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გოგონას მამამ გაიგო და პოლიციას შეატყობინა.

ქალაქ ინდიანაპოლისში მცხოვრებმა 28 წლის ქალმა აღიარა, რომ საშიში ნვითიერების „სასწაულმოქმედი თვისებების“ შესახებ „ფეისბუქის“ ერთ-ერთ თემატურ ჯგუფში წაიკითხა.

ქალი დააპატიმრეს, გოგონა სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა წაიყვანეს.

მშობლების ვინაობა და გოგონას ასაკი არ სახელდება.

ამერიკის ზოგიერთ მცხოვრებლებში გავრცელებულია აზრი, რომ სარეცხის მათეთრებელი კურნავს აუტიზმს, კიბოს, ჰეპატიტსა და შიდსს.

მანამდე მედიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთში მშობლები მასობრივად ასმევენ ბავშვებს მათეთრებელს, რათა ისინი აუტიზმისგან განკურნონ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე