ობამასთვის გაგზავნილ კონვერტში ბავშვის პუდრა აღმოჩნდა

საქართველო, თბილისი - 10:03 | 14.02.2018
ნანახია: 920

კონვერტში მოთავსებული ნივთიერება, რომელიც უცნობმა პირებმა ვაშინგტონში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ბარაკ ობამას გაუგზავნეს, ბავშვის პუდრა აღმოჩნდა. ამის შესახებ ტელეარხი FOX 5 იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, კონვერტი ექს-პრეზიდენტის ოფისში მიიღეს. ინციდენტის ადგილზე პოლიციის, სახანძრო სამსახურის, ასევე გამოძიების ფედერალური ბიუროსა და საიდუმლო სამსახურის თანმშრომლები მივიდნენ.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ტელარხი აღნიშნავს, წერილი ჰონკონგიდან არის გაგზავნილი.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის რძალი ვანესა ტრამპი საავადმყოფოში მოხვდა მას შემდეგ, რაც თეთრი ფხვნილით სავსე კონვერტი გახსნა.

ის საავადმყოფოში უსაფრთხოების მიზნით გადაიყვანეს. ცნობილია, რომ კონვერტი დონალდ ტრამპის უმცროსი ვაჟის სახელზე იყო გაგზავნილი. პოლიციის განცხადებით, კონვერტში არსებული ნივთიერება საფრთხეს არ წარმოადგენდა.

მოგვიანებით, სკოტლანდ-იარდმა ასევე განაცხადა, რომ კონვერტი თეთრი ფხვნილით ვესტმინსტერის სასახლის ერთ-ერთ ოფისშიც მიიღეს, სადაც დიდი ბრიტანეთის პარლამენტი მდებარეობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე