ჩვენ გავხდებით ნატოს წევრი ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვით - ლევან იზორია
საქართველო, თბილისი - 13:38 | 13.02.2018 ნანახია: 1023
ჩვენ გავხდებით ნატოს წევრი ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვით, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ამერიკელი ექსპერტის მოსაზრებებს, რომლის თანახმადაც, საქართველო ნატო-ში შეიძლება გაწევრიანდეს განსაკუთრებული კომპრომისის - „დროებითი ღონისძიებების“ საფუძველზე.
"მე ვესაუბრე ამ ტექსტის ავტორს განცხადების საჯაროდ გაკეთებამდე და ცალსახად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია და ქვეყნის განწყობა. ტერიტორიული მთლიანობა ამ ექსპერტის განცხადებაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ჩვენ გავხდებით ნატოს წევრი ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვით. ყველა ექსპერტს შეუძლია თავისი აზრი ჰქონდეს ნატოში გაწევრიანების პექსპექტივზე. მე როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, პრინციპულად პოზიცია დავაფიქსირე",- განაცხადა ლევან იზორიამ.
საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველის ლუკ კოფის განცხადებით, არც ერთ სხვა ასპირანტ ქვეყანას არ აქვს იმდენი ინიციატივა ნატოსთან, რამდენიც საქართველოს.
"ბევრს ეშინია, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება აუცილებლად ნიშნავს რუსეთთან ომს. საქართველო შესაძლოა, მიიწვიონ 1949 წლის შეთანხმების მე-6 მუხლში შეტანილი შესწორების საფუძველზე. ეს შესწორება გულისხმობს, რომ მე-5 მუხლის მოქმედება დროებით არ გავრცელდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. ეს დროებითი ღონისძიება იმოქმედებს იქამდე, ვიდრე საქართველო მშვიდობიანი და დიპლომატიური საშუალებებით არ აღადგენს თავის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - თქვა ლუკ კოფმა ,,ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში და მაგალითად 1951 წელს, ალიანსში საბერძნეთისა და თურქეთის გაწევრიანება დაასახელა.
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















