სენატორები ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებენ

საქართველო, თბილისი - 11:10 | 13.02.2018
ნანახია: 1377

სამმა სენატორმა დემოკრატიული პარტიიდან წარმოადგინა რეზოლუცია, რომელიც ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ გამოცემა Politico იუწყება.

რეზოლუციის ავტორები -სენატორები ბენ კარდინი, შეროდ ბრაუნი და რობერტ მენენდესი არიან. მათი აზრით, კანონპროექტი, რომელიც გასულ წელს კონგრესმა მიიღო და ტრამპმა ხელი მოაწერა, ითვალისწინებს შეზღუდვების აუცილებელ შემოღებას.

 „არასაკმარისი სერიოზულობა, რომელსაც ადმინისტრაცია უსაფრთხოების აშკარა საფრთხის წინაშე ავლენს, საგანგაშოა, ასე გაგრძელება არ შეიძლება“, - განაცხადა კადრინმა რეზოლუციაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე