ესტონეთი პატარა, თუმცა საქართველოს დიდი მეგობარი ქვეყანაა - ესტონეთის თავდაცვის მინისტრი
საქართველო, თბილისი - 18:04 | 09.02.2018 ნანახია: 1123
„ესტონეთი პატარა, თუმცა საქართველოს დიდი მეგობარი ქვეყანაა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და უზრუნველყოფილი იყოს თქვენი ქვეყნის, ისევე როგორც, ჩვენი ქვეყნის სტაბილური უსაფრთხოება“ - ამ სიტყვებით დაიწყო ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა იური ლუიკმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღეს გამართული შეხვედრა.
მხარეებმა საქართველო-ესტონეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, ორი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები, რეგიონში არსებული მდგომარეობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. აღინიშნა სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის გააქტიურებული თანამშრომლობა და მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის არსებობას გაესვა ხაზი. მთავრობის მეთაურმა ესტონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და იური ლუიკს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. იური ლუიკმა, თავის მხრივ, პოზიტიურად შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე თავდაცვის სისტემის რეფორმა. მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვისა და კიბერუსაფრთხოების, ასევე, ელექტრონული მმართველობის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებული კავშირები სრულ თანხმობაშიასაქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასთან და საგადასახადო რეფორმის წარმატებას გაესვა ხაზი, რომელიც, სწორედ, ესტონური მოდელის საფუძველზე ხორციელდება. მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე. გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მთავრობის ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის პოლიტიკისადმი და მადლობა გადაუხადა ესტონეთის ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა ახვლედიანი, ასევე, ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კაი კაარელსონიდა სამხედრო ატაშე საქართველოში კულდარ კესკულა ესწრებოდნენ.
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















