43 წლის ქალმა ორი მცირეწლოვანი შვილი რელიგიური რიტუალის შესასრულებლად მოკლა

საქართველო, თბილისი - 16:35 | 08.02.2018
ნანახია: 1014

43 წლის ქალმა რვა წლის ვაჟს ცივი იარაღით 50 ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი მეორე 5 წლის  შვილი მოკლა. პოლიციაში ქალმა განაცხადა, რომ შვილები  სასიკვდილოდ წმინდა რიტუალისთვის გაიმეტა. ინციდენტი ამერიკის მასაჩუსეტის შტატში მოხდა. ამის შესახებ გამოცემა  People წერს.

ლატარშა სანდერსმა დანაშაული აღიარა. ქალის თქმით, ის ჯერ  უფროს ვაჟს ედსონს  სამზარეულოს დანით დაესხა თავს.

მისი თქმით, რიტუალის დროს შეცდომა დაუშვა. ამიტომ იგივე ქმედება მეორე შვილის ლასონის წინააღმდეგაც განახორციელა. მისივე თქმით, მან ვუდუს მაგია გამოიყენა.

როდესაც სახლში პოლიცია მივიდა, ლატარშას შეშლილი გამომეტყველება ჰქონდა. ორს სხვადასხვა ოთახში საწოლებზე კი მისი ორი შვილის ცხედარი ესვენა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე