შიშველი მგზავრის გამო თვითმფრინავი აფრენის შემდეგ უკან დაბრუნდა

საქართველო, თბილისი - 14:32 | 08.02.2018
ნანახია: 1042

ავიაკომპანია Alaska Airlines-ის თვითმფრინავი ქალაქ ანკორიჯში აფრენის შემდეგ აეროპორტში დაბრუნდა შიშველი მგზავრის გამო, რომელიც საპირფარეშოში ჩაიკეტა.

ინციდენტი Boeing 737-ის ბორტზე მოხდა, რომელიც ანკორიჯიდან სიეტლში მიფრინავდა. ავიაკომპანიის წარმომადგენლის ტიმ ტომპსონის განცხადებით, ბორტზე 178 მგზავრი იმყოფებოდა.

აეროპორტის წარმომადგენელთა თქმით, შიშველი მგზავრი საპირფარეშოში ჩაიკეტა და ბორტგამცილებლების ინსტრუქციას არ ემორჩილებოდა.

პილოტებს საგანგებო ვითარება არ გამოუცხადებიათ და ანკორიჯში დაბრუნება გადაწყვიტეს.

დაშვების შემდეგ თვითმფრინავის ბორტზე სამართალდახცვეები ავიდნენ და მგზავრი გამოიყვანეს. ხელისუფლებას მისთვის არანაირი ბრალდება არ წაუყენებია.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე