ფერმერმა სათამაშო ვეფხვი ნამდვილს მიამსგავსა და განგაში ატეხა

საქართველო, თბილისი - 15:47 | 06.02.2018
ნანახია: 1783

შოტლანდიის აბერდინშირის ოლქში ფერმერმა ეზოში ვეფხვი დაინახა და პოლიცია გამოიძახა. შეიარაღებულ სამართალდამცველებს კი მტაცებლის ნაცვლად სათამაშო ვეფხვი დახვდათ.

შემთხვევის ადგილზე პოლიციის რამდენიმე მანქანა და სამართალდამცველთა შეიარაღებული რაზმები გავიდნენ, თუმცა სიმშვიდის დარღვევის მიზეზი რბილი სათამაშო აღმოჩნდა.

„მოხარულები ვართ, რომ გამოძახება ცრუ აღმოჩნდა. კარგია, რომ  ის კეთილი ზრახვებით განოხრციელდა“, - აღნიშნეს პოლიციაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე