ანდერს ფოგ რასმუსენი ლატვიაში „რუსულ“ ბანკში იმუშავებს

საქართველო, თბილისი - 15:07 | 06.02.2018
ნანახია: 921

ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა მუშობა დაიწყო ლატვიის ბანკ Norvik Banka-ში. ის ბანკის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფორმნაპალმი“ ავრცელებს.

ბანკის მფლობელი რუსი ბანკირი გრიგორი გუსელნიკოვია. მისი გავლენის სფეროში ასევე შედის „ვიატკა ბანკი“. ცოტა ხნის წინ ეს ბანკი ბელარუსებთან ერთად ცდილობდა გამოესყიდა „სბერბანკის“ უკრაინის ფილიალი. ამის უკან კი რუსი ოლიგარქის მიხაილ გუცერიევის სტრუქტურები იდგა, რომელიც აკონტროლებს „რუსნეფტს“, „ბინბანკსა“ და „ელდორადოს“. გარკვეული დროის განმავლობაში გუსელნიკოვი გუცერიევთან მუშაობდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე