ვისაც „ვარკეთილში“ მომხდართან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა, პასუხების მიღების საშუალება პარასკევს მიეცა - ვახტანგ შაქარიშვილი
საქართველო, თბილისი - 14:18 | 06.02.2018 ნანახია: 1081
ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინადადების საფუძველზე, ჩანიშნული თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო ჩაიშალა. სხდომაზე არც თბილისის მთავრობის და არც საკრებულოს უმრავლესობა არ მივიდა. სხდომა დღეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ უხუცესმა წევრმა ნიკა ვაჩეიშვილმა წაიყვანა.
ვაჩეიშვილის განცხადებით, ეს არის ტრაგი-კომედიური ვითარება, პასუხისმგებლიანი დეპუტატებით სავსე უნდა იყოს სხდომათა დარბაზი, თუმცა ნახევრად ცარიელია.
სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა ფორმალურად რეგისტრაცია გაიარეს. სხდომაზე დასასწრებად მივიდა მეტრო “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი.
სხდომის ჩაშლას გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ შაქარიშვილი.
მისი თქმით, მმართველი გუნდის არც ერთ წარმომადგენელს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დადგმულ პოლიტიკურ წარმოდგენაში მონაწილეობის დრო არ აქვს.
დეპუტატი განმარტავს, რომ ვისაც მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა, საკითხის განხილვაში მონაწილეობის და პასუხების მიღების საშუალება პარასკევს გამართულ ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე მიეცა.
„კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ჩვენც და უმრავლესობის წევრებმაც ძალიან მწვავე კითხვები დავსვით. ამ განხილვაში ოპოზიციის ერთმა ნაწილმა, „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო მონაწილეობა. მათ საშუალება ქონდათ, კითხვები დაესვათ და მერიის მაღალჩინოსნებმა, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა, ასევე თბილისის ვიცე-მერმა ამ კითხვებს პასუხები გასცეს“, – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















