მამა-შვილმა 17 წლის მოზარდი მოკლა და შეჭამა

საქართველო, თბილისი - 13:38 | 06.02.2018
ნანახია: 1308

ვენესუელაში მამამ და შვილმა 17 წლის მეზობელი ორი დოლარის (500 ათასი ბოლივარი) ვალის გამო მოკლეს, შემდეგ კი მისი ცხედარი ნაწილ-ნაწილ შეჭამეს. ამის შესახებ პორტალ Excelsior-ი წერს.

 „ვიცით, რომ ისინი 500 ათასი ბოლივარის გამო ჩხუბობდნენ, მაგრამ არ ვიცით, ვის რომლის ვალი მართებდა“, - ამბობს ჟურნალისტებთან გარდაცვლილის ერთ-ერთი ნათესავი.

მამა-შვილმა მოზარდს თავში რიკინის მილი ჩაარტყეს. ცხედრის შეჭმის შემდეგ კი ძვლები მიწაში დამარხეს.

ამჟამად მამაც და შვილიც დაკავებულები არიან. მათ დანაშული აღიარეს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე