თურქ მუსლიმებს მარცხენა ხელით ჭამა ეკრძალებათ

საქართველო, თბილისი - 13:21 | 06.02.2018
ნანახია: 1118

თურქ მუსლიმებს საკვებისა და სასმელის მისაღებად მხოლოდ მარჯვენა ხელის გამოყენებას ურჩევენ. ამის შესახებ ფეტვაშია ნათქვამი, რომელიც თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს მიერ გამოქვეყნდა.

ფეტვაში ნათქვამია, რომ მოციქულ მუჰამედს მარცხენა ხელის გამოყენება სწორად არ მიაჩნდა. „მარცხენა ხელით მხოლოდ ეშმაკები ჭამენ და სვამენ, ამიტომ ის ჭამა-სმას მარჯვენა ხელით ასწავლიდა“, - ნათქვამია ფეტვაში.

მშობლებს ურჩევენ ბავშვები ამ წესს ადრეული ასაკიდან მიაჩვიონ. აღნიშნულია, რომ მარჯვენა ხელით ჭამა  მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დასაშვები, თუ ადამიანი უნარშეზღდულია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე