თურქეთის ხელისუფლებამ ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ კრიტიკისთვის 573 ადამიანი დააკავა

საქართველო, თბილისი - 15:36 | 05.02.2018
ნანახია: 1041

თურქეთის ხელისუფლებამ 573 ადამიანი დააკავა აფრინში სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ საჯარო კრიტიკისთვის.

როგორც თურქეთის შინაგან საქმეთა სამინსიტროს განცხადებაშია ნათქვამი, „ზეთისხილის რტოს“ ოპერაციის დაწყებიდან 449 ადამიანი სოციალურ ქსელებში  ტერორისტული პროპაგანდის გავრცელებისთვის, კიდევ 124 ადამიანი კი საპროტესტო აქციებში მონაწილოებისთვის დააკავეს.

თურქეთმა ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ სირიაში აფრინის რაიონში იანვარში დაიწყო. ხელისუფლების განცხადებით, ოპერაცია მიმართულია ქურთული სამხედრო ფორმირებებისა და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.


პოლიტიკა