საზარელი კადრები მოსულიდან (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 14:30 | 05.02.2018
ნანახია: 1677

 

საზარელი კადრები ერაყის ქალაქ მოსულიდან, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა, ტელეარხმა Ruptly-მ გაავრცელა.

თვითმხილველთა თქმით, აქ მხოლოდ ნანგრევები და ცხდრების ნაწილებია დარჩენილი. „აქ აუტანელი სუნი დგას: ქუჩებსა და სახლებში ქალებისა და ბავშვების ცხედრების ძალიან დიდი რაოდენობაა“, - განაცხადა ტელეარხის ერთ-ერთმა პროდიუსერმა, რომელიც ქალაქში იმყოფებოდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ცხედრების გადატანა პროზექტურებში მხოლოდ ახლა დაიწყეს. უკვე აღმოჩენილია 500 ცხედარი, თუმცა მათი ამოცნობა ძალიან რთულია.

2017 წლის ივლისში ერაყის ხელისუფლებამ ქალაქი „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან სრულად გაწმინდა.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე