აზრბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 11 აპრილს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 13:08 | 05.02.2018
ნანახია: 951

აზერბაიჯანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 11 აპრილს გაიმართება. შესაბამის განკარგულებას ხელი პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უკვე მოაწერა.
მანამდე არჩევნები 17 ოქტომბერს იყო დანიშნული. მმართველი პატრიის „ახალი აზერბაიჯანის“ აღმასრულებელი მდივნის ალი აჰმედოვის განცხადებით, პარტიამ არჩევნებში ილჰამ ალიევის კანდიდატურა წამოაყენა.  

კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, აზერბაიჯანის პრეზიდენტს 7 წლის ვადით ირჩევენ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე