ირანელ მეცნიერს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

საქართველო, თბილისი - 11:00 | 05.02.2018
ნანახია: 1022

ირანის უმაღლესმა სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ირანული წარმოშობის შვედეთის მოქალაქეს, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის პედაგოგს აჰმადრეზე ჯალალის.

ჯალალი ოჯახთან ერთად შვედეთში ცხოვრობდა. ის ასევე ასწავლიდა იტალიასა და ბელგიაში.

ჯალალი 2016 წლის აპრილში ირანში დააკავეს. მას ბრალი ისრაელის სპეცსამსხურების სასარგებლოდ ჯაშუშობაში დასდეს.

თეირანის ცნობით, ჯალალს ორი ირანელის მკვლელობაში ედება ბრალი, რომლებიც ირანის ბირთვული პროგრამების სტრუქტურებში საპასუხიმსგებლო პოსტებზე მუშაობდნენ. ორივე ავტომობილებში დამონტაჟებული ბომბების აფეთქების შედეგად მოკლეს.

2017 წლის 21 ოქტომბერს ჯალალს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს სასამართლო პროცესის შედეგად, რომელსაც გაერო არალეგიტიმურად მიიჩნევს. მან გასული წლის დეკემბერში ირანს მეცნიერის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

ამის მიუხედავად, დეკემბერში ირანის უმაღლესმა სასამართლომ განაჩენი დაამტკიცა, თუმცა მისი სისრულეში მოყვანა აპელაციასთან დაკავშირებით შეჩერდა.

მედიის ცნობით ვერდიქტი, შესაძლოა ნებისმიერ მომენტში აღსრულდეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე