ავტომაგისტრალზე 53 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა - არის მსხვერპლი

საქართველო, თბილისი - 10:37 | 05.02.2018
ნანახია: 1752

ოთხი ადამიანი დაიღუპა ჩინეთში იუნანის პროვინციაში  მასობრივი ავარიის შედეგად. ავტობანზე ერთმანეთს 53 მანქანა შეეჯახა.
ინციდენტი დილით ადრე მოხდა. ხელისუფლების განცხადებით, ავარიის მიზეზი უამინდობა გახდა. ამ რაიონში ტემპერატურა ნულს ქვემოთ დაეცა, რასაც დაერთო თოვლი და წვიმა. ამის გამო გზის საფარი გაიყინა და მასზე გადაადგილება სახიფათო გახდა.

კიდევ დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე საავარიო, საგზაო-სატრანსპორტო სამსახურების თანამშრომლები, პოლიციელები და ექიმები მუშაობენ.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე