მარადონას აშშ-ის ვიზა არ მისცეს

საქართველო, თბილისი - 12:22 | 02.02.2018
ნანახია: 988

არგენტინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს დიეგო მარადონას აშშ-ის ვიზის გაცემაზე უარი უთხრეს. ამის მიზეზი  პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ მისი გამონათქვამები გახდა.

ცოტა ხნის წინ არგენტინელმა ფეხბურთელმა ერთ-ერთ ინტერვიუში ტრამპს მარიონეტული თოჯინა - „ჩიროლიტა“ უწოდა.

გამოცემა Asco -ს ცნობით, სწორედ ეს ინციდენტი გახდა ვიზის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი, რადგან ფეხბურთელს ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა.

მარადონა აშშ-ში მარტში უნდა ჩასულიყო, სადაც ყოფილი ცოლის საქმზე სასამართლო მოსმენას უნდა დასწრებოდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე