პოლიციამ ადამიანის ორგანოების „ფაბრიკა“ აღმოაჩინა

საქართველო, თბილისი - 10:53 | 02.02.2018
ნანახია: 1061

ეგვიპტის პოლიციამ კაიროში დააკავა ექიმებისა და მათი თანამზრახველების ჯგუფი, რომელიც ადამიანის თირკმელების ვაჭრობით იყო დაკავებული.

დამნაშავეები შუამავლების მეშვეობით ეძებდნენ პირებს, რომლებსაც ფული სჭირდებოდათ და არწმუნებდნენ თავიანთი თირკმელები 1400 დოლარად გაეყიდათ.

შემდეგ „დონორები“ ჩაყავდათ კაიროში, სადაც სპეციალურად დაქირავებულ სახლში ანალიზებს აბარებდნენ. ასეთ „პაციენტებს“ კერძო კაბინეტში ერთ-ერთი დაკავებული ექიმი იღებდა. შემდეგ „დონორები კერძო კლინიკაში გადაყავდათ, სადაც ქირურგი ოპერაციას უკეთებდა.

მსხვერპლთა თქმით, ოპერაციამდე მათ 300 დოლარს უხდიდნენ, დანარჩენ თანხას კი მომდევნო დონორის გამოჩენის შემდეგ აძლევდნენ. ამიტომ დამნაშავეები ყოფილ „პაციენტებს“ აიძულებდნენ მოეძებნათ ახალი „დონორი“, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თირკმელების საფასურს ვერ მიიღებდნენ.

ამ დროისათვის დანაშაულებრივი ჯგუფის ყველა წევრი დაკავებულია.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე