სანქტ-პეტერბურგში საქართველოს მოქალაქე ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 16:29 | 01.02.2018
ნანახია: 1010

სანქტ-პეტერბურგში სამმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა საიუველირო სალონის დაცვის თანამშრომელი და გამყიდველი დააბა, რის შემდეგაც  60 მილიონი რუბლის ღირებულების ძვირფასი ნივთები წაიღეს, - რუსული მედიის ცნობით, ინციდენტს სამართალდამცველებსა და დამნაშავეებს შორის ორმხრივი სროლა მოჰყვა -  შედეგად 2 ბოროტმოქედი დაიჭრა. 

როგორც მედია იტყობინება ერთი მათგანი წარსულში ნასამართლევი საქართველოს მოქალაქე, 45 წლის ვალერი მელნიკოვი, მეორე კი დაღესტნელი, 37 წლის აბდულ აღაპოვია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მესამე დამნაშავემ - აზერბაიჯანის მოქალაქემ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო.

პოლიციამ დამნაშავეების ავტომობილიდან ნაქურდალი ნივთები ამოიღო. 




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე