საუდის არაბეთში ქალები მალე რესტორნებში მუშაობას შეძლებენ

საქართველო, თბილისი - 16:27 | 01.02.2018
ნანახია: 993

საუდის არაბეთში ქალები მალე რესტორნებში იმუშავებენ. ამის შესახებ გამოცემა Khaleej Times-ი წერს.

პირველ ეტაპზე ქალებს გამოსაცდელი ვადით ქვეყნის 16 რესტორანში დაასაქმებენ.

რესტორნის მფლობელებთან ერთად შეიქმნება სპეციალური სათათბირო საბჭო, რომელიც ამ სფეროში ქალების დასაქმების სტრატეგიას განიხილავს.

ამ მომენტისთვის ქალებს შორის უმუშევრობა 33 პროცენტს შეადგენს, სამეფოში მთლიანი უმუშევრობა კი - 12 პროცენტს.

მანამდე საუდის არაბეთში ქალებს მუშაობა შეზღუდულ სფეროებში შეეძლოთ და ისიც განსაზღვრული პირობებით.

 ქალების დასაქმება საუდის არაბეთის ხელისუფლების მიერ დაწყებული ეკონომიკური რეფორმების  Vision 2030-ის ნაწილია. ამ სტრატეგიის თანახმად, დაგეგმილია 2030 წლისთვის შრომის ბაზარზე ქალების წვლილის 30 პროცენტამდე გაზრდა.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე