სიცილიაში მაფიასთან კავშირისთვის 23 ადამიანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:35 | 01.02.2018
ნანახია: 986

23 ადამიანი დააკავეს სიცილიაში მაფიასთან ბრძოლის ფარგლებში. დაკავებულებს შორის არის აზარტული თამაშების სფეროში მსხვილი ბიზნესმენი ბენედიტო ბაკი.

ოპერაციაში 200-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა. დაკავებულებს ფულის გათეთრებაში, ნარკოტიკებით ვაჭრობასა, და თაღლითობაში ადანაშაულებენ,

ბენედიტო ბაკიმ კონტროლი დაამყარა ყველ სფეროზე სიცილიური „კოზა ნოსტრას“ მეშვეობით. ბაკის მაფიოზური კლანების დანაშაულებრივი შემოსავლის გათეთრებაში ადანაშაულებენ, რომლებიც მას დაეხმარნენ მთელი იტალიის მასშტაბით  70--ზე მეტი ბუკმეკერული ოფისების ქსელის შექმნაში, რომელსაც ყოველთვიურად  მილიონზე მეტი ევროს შემოსავალი მოჰქონდა.

“ფსონის მეფისთვის Game over-ი დადგა“- განაცხადა იტალიურმა პოლიციამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე