პოლონეთში პოლონელების ჰოლოკოსტში დადანაშაულება დაისჯება

საქართველო, თბილისი - 14:52 | 01.02.2018
ნანახია: 1037

 

პოლონეთის სენატმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან პირები უკრაინელი ნაციონალისტების იდეოლოგიის პროპაგანდისა და ჰოლოკოსტში ნაცისტებთან ერთად პოლონელების მონაწილეობის მტკიცების შესახებ. ასევე დასჯადი გახდება ფაქტების მიუხედავად საჯაროდ დანაშაუელებების უარყოფა.

ჯარიმა ან სამ წლამდე თავისუფლების აღკევთა იქნება გათვალისწინებული გერმანული საკონცენტრაციო ბანაკების მიმართ  გამონათქვამის - „პოლონური სიკვდილის ბანაკების“ გამოყენება და ის გამონათქვამები, რომლებიც შესაძლოა მოიაზრებდეს ნაცისტების დანაშაულებებთან პოლონელების თანამონაწილოებას.

კანონს ხელი პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ უნდა მოაწეროს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე