რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 09:43 | 29.01.2018
ნანახია: 995

მოსკოვში აქციაზე დაკავებული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ნავალნის გათავისუფლების შესახებ მისმა ადვოკატმა, ოლგა მიხაილოვამ ჟურნალისტებს  განუცხადა. ალექსეი ნავალნი 28 იანვრის საღამოს მოსკოვის ცენტრში აქციაზე მისვლისთანავე დააკავეს.

საპროტესტო აქციაზე „ამომრჩევლების გაფიცვა“, რომელიც 28 იანვარს მთელი რუსეთის მასშტაბით გაიმართა, 250-მდე ადამიანი დააკავეს. აქციის ორგანიზატორების მიზანი იყო ამომრჩევლების დარწმუნება, არ მივიდნენ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც მარტშია დაგეგმილი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე