იემენის სანაპიროსთან 30 მიგრანტი დაიხრჩო

საქართველო, თბილისი - 15:35 | 26.01.2018
ნანახია: 936

სულ მცირე 30 ადამიანი დაიხრჩო იემენის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად. ბორტზე 152 მიგრანტი იმყოფებოდა. ნავი ქალაქ ადენთან ჩაიძირა.

გადარჩენილების თქმით, ნავი სომალელი და ეთიოპელი მიგრანგტებით ჯიბუტის ყურედან 23 იანვარს გავიდა.

მედიის ცნობით ნავს სავარაუდოდ არაკეთილსინდისიერი კონტრაბანდისტები მართავდნენ, რომლებიც მიგრანტებისთვის ბევრი ფულის გამოძალვას ცდილობდნენ.

ვრცელდება ინფორმაცია ნავზე მომხდარი სროლის შესახებაც.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე