მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და სხეულის ნაწილები მოხარშა

საქართველო, თბილისი - 14:22 | 26.01.2018
ნანახია: 1675

მექსიკელმა პოლიციელებმა დაკარგული ქალის ცხედრის ნაწილები ყოფილი ქამრის სახლში ქვაბში იპოვეს. ამის შესახებ გამოცემა El Milenio იუწყება.

მაგდალენა აგილარი რომერო ქალაქ ტასკოში იანვრის დასაწყისში დაიკარგა. გაუჩინარებამდე ის ყოფილ ქმართან შვილების წამოსაყვანად წავიდა.

პოლიციელების განცხადებით, მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა, შემდეგ ცხედარი დაანაწევრა და მისი ხელები და ფეხები მოხარშა. სამართალდამცველებმა მაცივარში მისი სხეულის დანარჩენ ნაწილებს მიაგნეს. პოლიციელები დანაშაულის დეტალებს  ჯერ არ ამხელენ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე