დავით საყვარელიძეს უკრაინა-პოლონეთის საზღვრის გადაკვეთის საქმეზე საბრალდებო აქტი ჩაბარდა

საქართველო, თბილისი - 17:40 | 25.01.2018
ნანახია: 1103

ლვოვის პროკურატურამ „ახალი ძალების“ პარტიის წევრს დავით საყვარელიძეს უკრაინა-პოლონეთის საზღვრის გადაკვეთის საქმეზე საბრალდებო აქტი ჩააბარა. როგორც დავით საყვარელიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, 

საბრალდებო აქტში უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 293-ე მუხლით, 342-ე მუხლის მე-2 და 343-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებზეა საუბარი. კერძოდ, საყვარელიძეს ბრალად ედება „მონაწილეობა ჯგუფურ ქმედებებში, რომლებმაც დაწესებულების მუშაობის არსებითი დარღვევა გამოიწვია; უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე პირთა უკანონო გადაყვანისთვის ხელშეწყობა; პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმების მიხედვით დაბრკოლებების მოცილება“; სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე ზემოქმედება მისთვის სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები პოლონეთის ტერიტორიიდან უკრაინაში 2017 წლის 10 სექტემბერს შეიჭრნენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე