იტალიაში მატარებელი რელსებიდან გადავიდა - არის მსხვერპლი

საქართველო, თბილისი - 12:09 | 25.01.2018
ნანახია: 1040

 სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და ათი მძიმედ დაშავდა იტალიის ჩრდილოეთით სარკინიგზო ავარიის შედეგად. ამის შესახებ ტელეარხი Rainews24 წერს.

კრემონიდან მილანის მიმართულებით მიმავალი მატარებელი მილანსა და ვენეციას შორის მდებარე რკინიგზის უბანზე რელსებიდან გადავიდა.

ტელეარხის ცნობით, 100-მდე ადამიანმა მსუბუქი ტრავმა მიიღო.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები მივიდნენ. შეფერხებულია მატარებლების მოძრაობა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე