ვეტოს დაძლევაზე გადაწყვეტილებას მყარი არგუმენტების მოსმენის შემდეგ მივიღებთ - მამუკა მდინარაძე
საქართველო, თბილისი - 18:29 | 22.01.2018 ნანახია: 1548
ვეტოს დაძლევაზე გადაწყვეტილებას მყარი არგუმენტების მოსმენის შემდეგ მივიღებთ, - ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, უნდა დაძლიოს თუ არა უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო ”მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით.
,,პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შეხვდება მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლებს. ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. რადგან ვაცხადებ, რომ ვეტოს დაძლევა არ არის თვითმიზანი, ვგულისხმობ, რომ ორივე პოზიციის მომხრეებს აქვთ მყარი არგუმენტები. მოვისმენთ კიდევ ერთხელ განსხვავებულ მოსაზრებებს და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მათ შორის საუკეთესო ევროპული გამოცდილებიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის და მედიასაშუალებების ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტის ბიუროზე ინიცირებულია.
პრეზიდენტის მიერ წარდგენილი პროექტის განხილვის კონკრეტული თარიღი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე არ განსაზღვრულა, თუმცა როგორც ითქვა, პარლამენტს განხილვის ვადა 26 იანვრის ჩათვლით აქვს.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა მხარი არ დაუჭირა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს. მისი მოტივირებული შენიშვნები ეხება ორ საკითხს: საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კომერციული რეკლამის განთავსებას და ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ინიციატივას, რომელიც თავის მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაცემების პროგრამების შესყიდვას უკავშირდება.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















