სოფიო ხუნწარია თბილისის მერის მოადგილედ დაინიშნა
საქართველო, თბილისი - 10:24 | 18.01.2018 ნანახია: 1206
თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილედ სოფიო ხუნწარია წარადგინა, რომელიც აქამდე კულტურის საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა.
„მოგეხსენებათ, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის კულტურის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით 2018 წელს არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი. მინდა სოფოს წარმატება ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც წარმოდგენილი გვაქვს მოსახლეობისათვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მერის ახალი მოადგილე კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს მიმართულებებს ჩაიბარებს.
რაც შეეხება კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს, მის ხელმძღვანელად ირაკლი გვილავა ინიშნება, რომელიც აქამდე განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი იყო.
მერიის სტრუქტურული რეფორმის თანახმად, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებები ერთი სამსახურის ქვეშ ერთიანდება.
სოფიო ხუნწარია თბილისის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსად თბილისის მერად კახა კალაძის არჩევის შემდეგ დაინიშნა. მანამდე, ის 1999 წლიდან, როგორც საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, მუშაობდა სხვადასხვა ტელევიზიაში, მათ შორის ტელეკომპანიებში ,,იბერიასა" და ,,მზეში", პროდიუსერად-ტელეკომპანია ,,იმედში"; იყო კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი. 2006 წლიდან სარეკლამო კომპანია ,,ვინდფორსის" აღმასრულებელი დირექტორი. 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა ტელეკომპანია ,,არტარეას".
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















