ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა
საქართველო, თბილისი - 16:48 | 17.01.2018 ნანახია: 1070
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 17-19 იანვარს ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას ირაკლი კობახიძე უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან, ანდრიი პარუბისთან გამართავს. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პარლამენტისა და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეები პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, პრემიერ-მინისტრ ვოლოდომირ გროისმანს და საგარეო საქმეთა მინისტრ პავლო კლიმკინს შეხვდება.
ირაკლი კობახიძე, დელეგაციის წევრებთან ერთად, კიევში, ზეციური ასეულის გმირების მემორიალსა და უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობს და უკრაინაში გოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები კიევო-პეჩერის ეროვნულ ისტორიულ-კულტურულ ნაკრძალს ეწვევიან და უკრაინის ისტორიულ ფასეულობათა მუზეუმს დაათვალიერებენ. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: სერგი კაპანაძე, სოფიო ქაცარავა, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, დავით მათიკაშვილი, გიორგი მოსიძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















