იაპონელმა ასტრონავტმა შეცდომა აღიარა: ის არა 9, არამედ 2 სანტიმეტრით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 14:58 | 10.01.2018
ნანახია: 962

იაპონელმა ასტრონავტმა ნორისიგე კანაიმ ბოდიში მოიხადა ინფორმაციისთვის იმის შესახებ, რომ ის კოსმოსურ სადგურზე ყოფნის დროს ცხრა სანტიმეტრით გაიზარდა.

სინამდვილეში ის მხოლოდ ორი სანტიმეტრით გამაღლდა. კანაიმ აღნიშნა, რომ შეცდა.

 „ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ „ტვიტერში“ ასეთი ფეიკნიუსი გავავრცელე“, - დაწერა ასტრონავტმა „ტვიტერში“.  

ჩვეულებრივად კოსმოსში ადამიანი ორი-სამი სანტიმეტრით იზრდება. უწონადობის პირობებში ხერხემალი ადვილად იშლება, რადგან მას სხეულის სიმძიმე არ აწვება. დედამიწაზე დაბრუნებისას ადამიანი ჩვეულ სიმაღლეს უბრუნდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე