მძარცველი იმ მაღაზიაში ჩაიკეტა, რომელსაც ძარცვავდა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 14:19 | 10.01.2018
ნანახია: 985

ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში მამაკაცი მაღაზიის გაძარცვას ცდილობდა, მაგრამ კარი ჩაუკეტეს და გამოსვლა ვეღარ შეძლო. ის მუხლებზე დაჩოქილი გათავისუფლებას ითხოვდა.

პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში ჩანს, როგორ შევიდა დამნაშავე მარკეტში, სადაც სამი ქალი და ერთი ბავშვი იმყოფებოდა.

ის სალაროს გახსნას ითხოვდა. მაგრამ იქ მყოფებმა მაღაზიიდან გაქცევა მოახერხეს და კარი გარედან ჩაკეტეს.

ისმის მძარცველის ხმაც: „ჯანდაბა, ჩავიკეტე. ჯანდაბა, ციხეში წავალ“. ის კარს იარაღს ესვრის, შემდეგ მის გატეხვას ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ.

ბოლოს ის მუხლებზე ეცემა და დახმარებას ითხოვს: „ გევედრებით, არაფერი გამაჩნია, გთხოვთ, ძალიან ვწუხვარვ,“- ამაოდ ითხოვს შებრალებას მძარცველი.

საბოლოოდ მას აპატიმრებენ.

მძრაცველს, რომელიც მსგავსი დანაშაულისთვის სასჯელს მანამდეც იხდიდა, 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

 




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე