სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მივიდა

საქართველო, თბილისი - 14:03 | 10.01.2018
ნანახია: 1362

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე გამოცხადდა. მას დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან კავშირის საქმეზე დაკითხავენ.

სააკაშვილი უსაფრთხოების სამსახურში ადვოკატებთან ერთად მივიდა. მან განაცხადა, რომ კანონმორჩილი მოქალაქეა და ყველა საგამოძიებო მოქმედებას დაესწრება, იმის მიუხედავად, რომ ამ საქმეს მისთვის პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლის მცდელობად მიიჩნევს.

 „მე მივდივარ ყველა დაკითხვაზე, ხელს ვაწერ სხვადასხვა ქაღალდებს, ვმონაწილეობ სხვადასხვა საგამოძიებო ქმედებაში, რეგულარულად ვცხადდები სასამართლოებში, მაგრამ ჩვენ ყველა სისულელეებითა და ეშმაკმა უწყის კიდევ რითი ვართ დაკავებული, იმის ნაცვლად, რომ საქმეს მივხედოთ“, - განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე