ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს წინ მდებარე მოედანს ნემცოვის სახელს უწოდებენ

საქართველო, თბილისი - 12:19 | 10.01.2018
ნანახია: 865

ვაშინგტონის ქალაქის საბჭომ ერთხმად დაამტკიცა კანონპროექტი რუსეთის საელჩოსთან მდებარე მოედნისთვის მოკლული რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის სახელის მინიჭების შესახებ.

დღეიდან მოედანს ორი მისამართი აქვს -  ოფიციალური ვისკონსინ-ავენიუ და ცერემონიული - ბორის ნემცოვის მოედანი.

ახალ ტაბლოებს 27 თებერვალს, ნემცოვის გარდაცვალების დღეს დადგამენ.

სახელის გადარქმევის გადაწყვეტილება ადგილობრივი საბჭოს დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს.

ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვში მოსკვორეცკის ხიდზე მოკლეს. მას ზურგში პისტოლეტიდან რამდენჯერმე ესროლეს. რამდენიმე დღის შემდეგ მკლველობაში ეჭვმიტანილი ჩეჩნეთის ხუთი მკვიდრი დააკავეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე