ტიმოშენკოს ყოფილი სიძე გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:32 | 09.01.2018
ნანახია: 1126

პრაღაში 49 წლის ასაკში იულია ტიმოშენკოს ქალიშვილის, ევგენიას ყოფილი ქმარი, მუსიკოსი შონ კარი გარდაიცვალა. ამის შესახებ როკ-ჯგუფი Death Valley Screamers ფეისბუკის გვრდზე იტყობინება.

„ის 8 იანვარს ძილში გარდაიცვალა. შონთან ერთად მისი ქალიშვილი ჩარლი იმყოფებოდა,“-ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.

რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. შონ კარი ჯგუფ Death Valley Screamers-ის ლიდერი, ცნობილი ბიზნესმენი და ბაიკერი იყო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე